გადადი მთავარ შიგთავსზე

© 2026 Capital Partners of Georgia

პროექტები, სიახლეები, ადამიანები და გვერდები

CPG -ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტი

გიორგი სვანიძე

გიორგი სვანიძე

CPG -ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტი

გიორგი სვანიძე

გიორგი სვანიძე მრავალი წარმატებული გრანდიოზული პროექტის უკან დგას საქართველოში, ევროპაში, სინგაპურში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში. მისი ბიზნესი საქართველოში ძირითადად აქცენტირებულია უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის და საცალო ვაჭრობის სექტორზე და მოიცავს ისეთ განსაკუთრებულ დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, როგორიცაა: შატო სვანიძის ღვინოები, სვანიძის ზეთისხილის ზეთი, King’s Garden-ის რეზიდენციები, კრწანისი ჰილსი, Petra Sea Resort, შავნაბადა, ახალი გუდაური, შეიხლენდი, კოლხიდას ველი, ჯილდოს მფლობელი ევრო შენობა, აბანო, მარანი და ა.შ. გიორგი სვანიძე ცნობილია იმ ფაქტით, რომ სწორედ მან შემოიტანა ზეთისხილის კულტურა საქართველოში და 2019-2021 წლებში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს არჩეული პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ის გახლავთ საქართველო-საუდის ბიზნეს საბჭოს, საქართველო-ინდონეზიის ბიზნეს ასოციაციის და საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი. ის იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი (2019) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GCCI) ბიზნეს საბჭოს წევრი (2019). ასევე გახლდათ პატრიარქის ფონდის „გაამწვანე საქართველო“-ს თავმჯდომარე (2015). მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტისა და გაწეული წვლილისთვის გიორგი სვანიძემ კარიერის განმავლობაში მიიღო რამდენიმე ჯილდო: "ჯორჯიან თაიმსის" ჯილდო "საუკეთესო ინვესტორი" (2018), "ჯორჯიან თაიმსის" ჯილდო "საუკეთესო ბიზნესმენი" (2019), ,,ბიზნეს თაიმსის“ ჯილდო ,,საუკეთესო ინვესტორი ზეთისხილის სექტორში" (2019); "Prodexpo"-ს გრან-პრი და ოქროს მედალი (2019); დიასპორის სამინისტროს ღირსების მედალი (2015); ჯილდო "ოქროს ფრთა"; და ა.შ. სვანიძის განათლება მოიცავს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მანქანათმშენებლობის ინჟინერია (1988-1993 წწ.); Deltion College (ნიდერლანდები, Zwolle) (1996-1998); ბერლიცის კოლეჯი - ბიზნეს კომუნიკაცია (აშშ, ჩიკაგო) (2002-2003). ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ჰოლანდიურ ენებს. გიორგი სვანიძე აქტიური ფილანტროპია. ააგო და აღადგინა რამდენიმე ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი. მან ააშენა საცხოვრებელი კომპლექსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და თავისი წვლილი შეიტანა ბავშვთა სახლებში სხვადასხვა ადგილებში. გარდა ამისა, მან შექმნა მრავალი გასართობი პარკი ბავშვებისთვის. 2019 და 2020 წლებში გიორგი სვანიძე გახდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პირველი ორჯერ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც განაგრძობს საქართველოს წარმომადგენლობას საპატიო პრეზიდენტის სტატუსით.